თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას. ნაციონალური მოძრაობის წევრი 24 ნოემბერს დააკავეს. დაცვის და ბრალდების მხარეები განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, 2021 წლის 10 ნოემბერს ანატოლი გიგაურის მიმართ ქარელის რაიონულ სასამართლოს გამოცემული აქვს შემაკავებელი ორდერი მამაზე განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამო.