საქართველოს პრემიერ მინისტრი სომხეთის პრემიერ მინისტრს ტელეფონით ესაუბრა
სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს. ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები გააცნო. ფაშინიანმა კობახიძეს მადლობა გადაუხადა მიღწეული შეთანხმებების საჯაროდ მისალმებისთვის. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების დღის წესრიგზე.
