საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია იმართება თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში
მიხეილ ყაველაშვილს, დელეგაციასთან ერთად, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მასპინძლობს. ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებული ფორმატით. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება, რომელსაც ასევე პირდაპირი ეთერში შემოგთავაზებთ.
