ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ტრამპისა და პუტინის შეხვედრამდე 4 დღით ადრე უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ტრამპისა და პუტინის შეხვედრამდე 4 დღით ადრე უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. მასში ნათქვამია, რომ უკრაინაში სამშვიდობო პროცესი კიევის გარეშე არ უნდა წარიმართოს და უკრაინას აქვს თავდაცვისა და საკუთარი ბედის განსაზღვრის უფლება. ევროპელი მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ უკრაინაში სამართლიანი მშვიდობა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამ განცხადებას ხელი არ მოაწერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. ვიქტორ ორბანმა განმარტა, რომ ევროპელი ლიდერები ცდილობენ საკუთარი პირობები წამოაყენონ ტრამპ-პუტინის სამიტისთვის, რომელზეც ისინი მიწვეულიც არ არიან. ორბანი მიიჩნევს, რომ შორიდან მითითებების გაცემა უკრაინაში სამშვიდობო პროცესს ხელს არ შეუწყობს.
