პოლონეთში დონალდ ტუსკის კოალიციური მთავრობა სკანდალში გაეხვია
პოლონეთში დონალდ ტუსკის კოალიციური მთავრობა სკანდალში გაეხვია. გამოცემა „პოლიტიკო“ და პოლონური მედია წერენ, რომ პოლონეთმა ევროკავშირისგან მიღებული თანხა არამიზნობრივად დახარჯა. საქმე ეხება მილიონობით ევროს, რომელიც ევროკავშირმა კოვიდ 19-ის პანდემიით დაზარალებულ პოლონეთს ეკონომიკის აღსადგენად გამოუყო. მედიის ინფორმაციით, ტურისტული სექტორის აღსადგენად მიმართული 280 მილიონი ევრო რეალურად იახტებს, საუნებს, სვინგერ კლუბებსა და ფუფუნების საგნებს მოხმარდა. პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ოპოზიცია ევროპული გრანტების არამიზნობრივი მოხმარების გამოძიებას ითხოვს.