ევროკომისიამ მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის ინდექსი გამოაქვეყნა
ევროკომისიამ მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის ინდექსი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 70 პროცენტი მიიღო - შედეგად, მსოფლიოში 26-ე ადგილზე გავიდა, ევროპის ოცეულში კი მეთვრამეტე პოზიცია დაიკავა. კანონმდებლობის და პოლიტიკის კეთილსაიმედეობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 18 სახელმწიფოს. მსოფლიო ქვეყნების კანონმდებლობის და პოლიტიკის კეთილსაიმედეობა შეფასდა რამდენიმე კრიტერიუმით: კანონის უზენაესობა; სასამართლოს ხარისხი; გამჭვირვალობა; მმართველობითი რეგულაციები. საქართველო კანონის უზენაესობით მსოფლიოს საუკეთესო ორმოცდაათეულში მოხვდა; სასამართლოს ხარისხით მსოფლიოში 27-ე ადგილზე გავიდა. საქართველომ გამჭვირვალობით მსოფლიოში მე-12 პოზიცია დაიკავა, მმართველობითი რეგულაციებით კი 29-ე ადგილი. ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.
