„დემოკრატიის სახელმძღვანელო 2025“
ყოფილი დიპლომატის, თეთრი სახლის ყოფილი მრჩევლის და მოქმედი იურისტის ნორმ აიზენის სახელმძღვანელო, რომელიც დემოკრატიის გზამკვლელად არის მიჩნეული, რეალურად დეტალურ ინსტრუქციას აძლევს უცხოურ ძალებს, თუ როგორ განაგრძონ ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირება, მოქმედი კანონმდებლობის გვერდის ავლით. ნორმ აიზენის 2025 წლის პუბლიკაციის ძირითად ტექსტში საქართველოც არაერთხელ არის ნახსენები, განსაკუთრებით კი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო. კერძოდ, საუბარია ასრასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის კიდევ უფრო გაფართოებაზე, მათთვის ადგილობრივი შემოსავლის წყაროების მოძიებაზე, რომ სამართლებრივად ნაკლებ დამოკიდებულები ჩანდნენ უცხოურ ძალაზე. ნორმ აიზენი ამერიკულ ანალიტიკურ წრეებში ფერადი რევოლუციებისა და ამბოხებების ერთ-ერთ მთავარ არქიტექტორად სახელდება.
