თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი 24 ნოემბერს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.