საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს. ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები გააცნო. ფაშინიანმა კობახიძეს მადლობა გადაუხადა მიღწეული შეთანხმებების საჯაროდ მისალმებისთვის. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ომრხრივი და რეგიონული ურთიერთობების დღის წესრიგზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეები იზიარებენ მოსაზრებას, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა ახალა შესაძლებლობებს უხსნის მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს.
