ტყის უძლიერესი ხანძრის გამო, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ჩინაქალეს პროვინციაში ათობით სახლი და ავტომობილი დაიწვა
ტყის უძლიერესი ხანძრის გამო, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ჩინაქალეს პროვინციაში ათობით სახლი და ავტომობილი დაიწვა. რეგიონში, მოსახლეობასთან ერთად, საუნივერსიტეტო კამპუსებსა და სამხედრო ნაწილში მყოფთა ევაკუაცია დაიწყო. ვრცელდება ცნობა 50 დაშავებულის შესახებ, ისინი კვამლით მოიწამლნენ. ხელისუფლებამ ფედერალურ ავტომაგისტრალებზე ინტენსიური მოძრაობა აკრძალა, რათა საგანგებო სამსახურების მანქანებმა თავისუფლად და სწრაფად გადაადგილება შეძლონ.
