უკრაინა სუმის ოლქში კიდევ 2 დასახლებული პუნქტის რუსი ოკუპანტებისგან გათვისუფლების შესახებ იუწყება
უკრაინა სუმის ოლქში კიდევ 2 დასახლებული პუნქტის რუსი ოკუპანტებისგან გათვისუფლების შესახებ იუწყება. გენერალური შტაბის ცნობით, თავდაცვითმა ძალებმა სოფელ სტეპნოესა და ნოვოკონსტანტინოვკაზე კონტროლი დაიბრუნეს. დონეცკის ოლქის კიდევ ერთი დასახლებული პუნქტის აღების შესახებ ავრცელებს ცნობას რუსეთი. აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ხარკოვის ოლქშიც. საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის ზრდის ფონზე უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების ნაცვლად, რუსეთი ახალი შეტევითი ოპერაციებისთვის ემზადება.