ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთიდან ინფლუენსერებსა და ვიდეოგრაფებს უმასპინძლა
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთიდან ინფლუენსერებსა და ვიდეოგრაფებს უმასპინძლა. ახალი მარკეტინგული კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას ჩინურ ტურისტულ ბაზარზე, გააცნოს ფართო აუდიტორიას საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები, ბუნება, კულტურა, სამზარეულო და ღვინო. ტურის ფარგლებში თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, გურიაში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა განთავსდება სხვადასხვა ჩინურ პლატფორმაზე.