კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდარღვევები გამოავლინეს
კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდარღვევები გამოავლინეს. თელავის მუნიციპალიტეტში მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო ჰქონდა მოწყობილი. თიანეთის მუნიციპალიტეტში კი, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გამოვლენილია უნებართვო, რკინის კონსტრუქციის სანახშირე.
