თბილისში, ვარკეთილის მესამე მასივის მე-4 კვარტალში ავარიული კორპუსის ჩანაცვლების სამუშაო მიმდინარეობს
თბილისში, ვარკეთილის მესამე მასივის მე-4 კვარტალში ავარიული კორპუსის ჩანაცვლების სამუშაო მიმდინარეობს. ექვს ნომერში არსებული 4-სართულიანი ავარიული შენობის სრული დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, მრავალბინიანი, 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება. სამშენებლო სამუშაოებს, რომლის ღირებულება 9 მილიონ ლარზე მეტია, შპს „ბიქეი ქონსთრაქშენი“ ასრულებს. პროექტის შედეგად, ფართებით დაკმაყოფილდება 36 ოჯახი. ავარიული კორპუსის ჩანაცვლება 2024 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2026 წლის სექტემბერში იგეგმება. მიმდინარე სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.
