თბილისში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს
თბილისში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული 34 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
