თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაული „დიდგორობა“ აღინიშნება
საუკუნოვანი ტრადიცია გრძელდება - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაული „დიდგორობა“ აღინიშნება. ამ წუთებში დიდგორის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი იწყება, რის შემდეგაც დიდგორის მემორიალამდე ფეხით მსვლელობა მოეწყობა. ღონისძიება კი 12 საათზე დაიწყება, სადაც სიტყვით გამოვლენ საქართველოს მთავრობისა და წმინდა სინოდის წევრები. ადგილზე მისულ სტუმრებს დახვდებათ საგამოფენო სივრცეები, მოეწყობა სპორტული შეჯიბრებები. გარდა ამისა, გაიმართება კონცერტი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრებით, ასევე, თეატრალიზებული პერფორმანსი, სადაც დავით აღმაშენებლის ეპოქა გაცოცხლდება. „დიდგორობა 2025“-ის ფარგლებში სამხედრო პირები დიდგორის ჯვრის ორდენით დაჯილდოვდებიან.