„დემოკრატიის სახელმძღვანელო 2025“
„დემოკრატიის სახელმძღვანელო 2025“ - ამერიკელი დიპლომატისა და იურისტის, ფერადი რევოლუციების ერთ-ერთ მთავარი არქიტექტორის, ნორმ აიზენის 2025 წლის სახელმძღვანელოს ძირითად ტექსტში საქართველო 20-ჯერ არის ნახსენები. განსაკუთრებით კი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო. სახელმძღვანელო, რომელიც დემოკრატიის გზამკვლელად არის მიჩნეული, რეალურად დეტალურ ინსტრუქციას აძლევს უცხოურ ძალებს, თუ როგორ განაგრძონ ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირება, მოქმედი კანონმდებლობის გვერდის ავლით. კერძოდ, ლაპარაკია არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის კიდევ უფრო გაფართოებაზე, მათთვის ადგილობრივი შემოსავლის წყაროების მოძიებაზე, რათა სამართლებრივად ნაკლებ დამოკიდებულები ჩანდნენ უცხოურ ძალაზე.