ნიკოლ ფაშინიანსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს სადაც ვკითხულობთ: „ნიკოლ ფაშინიანმა თავის კოლეგას 8 აგვისტოს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები გააცნო, კერძოდ, „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შესახებ შეთანხმება“, ეუთოს მინსკის ჯგუფის მექანიზმების დაშლის შესახებ ეუთოსთვის ერთობლივი მიმართვა, ასევე რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პრინციპების ფარგლებში და ორმხრივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ასევე პროექტი „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში. ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძეს ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებების საჯაროდ მისალმებისთვის.