სამხარაულის ბიუროს ახალი ხელმძღვანელი
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად გიორგი მურვანიძე დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა. მურვანიძე ამ დრომდე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი წლების განმავლობაში მუშაობდა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე