თბილისის სააპელაციო სასამართლოში დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი დასრულდა
თბილისის სააპელაციო სასამართლოში დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი დასრულდა. მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავიდა. მანამდე ბრალდების და დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვეს. პროკურორმა მთავარ მტკიცებულებებზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა, მათ შორის ბაჩიაშვილის პირად მიმოწერაზე, სადაც ის აღიარებს, რომ ექვს ნახევარი მილიონიდან მისი წილი მხოლოდ მილიონ ნახევარია, შესაბამისად, დანარჩენი ინვესტორის, ანუ ბიძინა ივანიშვილის. მსჯავრდებული ბაჩიაშვილი ბრალს არ აღიარებს