დღეს საქართველო იხსენებს შინდისის გმირებს
დღეს საქართველო იხსენებს შინდისის გმირებს. 11 აგვისტო 17 გმირი ჯარისკაცის დღეა. შინდისი კი მათი გმირობის მოედანი. შინდისის ბრძოლიდან ზუსტად 17 წელი გავიდა. 2008 წელს მეორე ბრიგადის სამხედროები რუსი ოკუპანტების ჩასაფრებაში მოყვნენ და უთანასწორო ბრძოლაში სამშობლოს ღირსება დაიცვეს. დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ პატივი მიაგეს მეომრების ხსოვნას და ქართველი სამხედროების თავგანწირვაზე გაამახვილეს ყურადღება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს შინდისის გმირების მემორიალური კომპლექსის პროექტი