უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა საკუთარი ტერიტორიების რუსეთისთვის დათმობას არ აპირებს
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ტრამპი- პუტინის შეხვედრამდე კიევი დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციებს განაგრძობს, ფაქტობრივად, 24 საათიის განმავლობაში მიმდინარეობს კიევსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებები სხვადასხვა დონეზე. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ძალისხმევის მთავარი მიზანი უკრაინის დანაწევრების თავიდან არიდებაა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონბასის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და ყირიმის ოკუპაციისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს.