ევროკავშირის მედიის თავისუფლების აქტი ჟურნალისტების დაკავებასაც ითვალისწინებს, თუ ეს საზოგადოებრივი ინტერესითაა გამართლებული
აქტის ეს ნორმა ნიდერლანდელმა პოლიტიკოსმა, ყოფილმა ევროპარლამენტარმა რობ როსმა გააკრიტიკა და კანონს ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან მედიაზე სახელმწიფო კონტროლის დაწესების აქტი უწოდა. ცნობილი ამერიკელი ბლოგერი მარიო ნაუფალი კი წერს, რომ ევროკავშირის მედია მარეგულირებელი კანონებით შეშფოთებული არიან რესპუბლიკელი კონგრესმენებიც, მათ შორის სენატორი ჯიმ ჯორდანი. მედიის თავისუფლების აქტი ევროკავშირში 8 აგვისტოს ამოქმედდა. ბრიუსელის მტკიცებით, ის წევრ სახელმწიფოებში მედიის დამოუკიდებლობისა და სიტყვის თავისუფლების დაცვას ემსახურება.
