წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტი იკვლევს მტკიცებულებებს, რომელთა საფუძველზე შესაძლოა ბაიდენის შეწყალებები და აღმასრულებელი განკარგულებები გაუქმდეს
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ქმედუნარიანობის გამოძების ფარგლებში, წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტი იკვლევს მტკიცებულებებს, რომელთა საფუძველზე შესაძლოა ბაიდენის შეწყალებები და აღმასრულებელი განკარგულებები გაუქმდეს. კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეიმს კომერის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა ვერ დაამტკიცეს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა იცოდა, თუ რა დოკუმენტებს აწერდა ხელს. კონგრესმენ კომერის თქმით, უკანონო ქმედებაა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს წარმოდგენა არ აქვს, რა შინაარსის განკარგულებებს აწერენ ხელს მისი ავტომატური ხელმოწერით.
