პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დონალდ ტრამპმა კაროლ ნავროცკი თეთრ სახლში 3 სექტემბერს მიიწვია
პოლონეთის პრეზიდენტმა ინაუგურაციის შემდეგ, უფლებამოსილების შესრულების დაწყებისთანავე განაცხადა, რომ პირველი ოფიციალური ვიზიტით ის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. ცნობის გავრცელების შემდეგ, დასავლური მედია აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპი ჩინეთში ვიზიტს არ გეგმავს. მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა ჩინეთში მეორე მსოფლიო ომის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრება არ გამორიცხა.
