ავიაკომპანია "ეარ არაბია აბუ დაბი" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების სიხშირეს ზრდის
კომპანია აბუ დაბიდან ფრენას კვირაში 8-ჯერ შეასრულებს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს, სამომავლოდ თბილისის მიმართულებით ფრენის სიხშირის კვირაში 10-მდე გაზრდას განიხილავს. კომპანია ფრენის რეისებს, აზერბაიჯანის მიმართულებითაც ზრდის.
