იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის დღეიდან პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე შეღავათიან ფასად გაცემის აქციას აცხადებს
აქცია ხუთ სექტემბრამდე გაგრძელდება. პირადობის ელექტრონული მოწმობა მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა ნახევარ ფასად, ხოლო დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი უფასო იქნება. აქციით სარგებლობას შეძლებენ ის მოქალაქეებიც, რომლებსაც 18 წელი 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ. აიდი ბარათზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში. აქციის მიზანია მოქალაქეების ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფა და საარჩევნო სიების სრულყოფა.