ამერიკელი პროფესორი ჯეფრი საქსი საქართველოს მთავრობის მიმართ, საღი აზრისა და პრაგმატიზმის გამო, დიდ პატივისცემას გამოხატავს
სომხეთსა და აზერბაიჯანს კი აკრიტიკებს, რადგან, საქსის თქმით, მათ ამერიკასა და ევროპას საკუთარი ქვეყნის გამოყენების უფლება მისცეს. ამერიკელი პროფესორი განმარტავს, რომ დასავლეთი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს იმავე ზღაპრებს უყვება, რომელსაც უკრაინას უყვებოდა. ჯეფრი საქსი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ შესაძლოა იგივე ბედი გაიზიარონ, რაც კიევმა, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა 2014 წელს რეჟიმის შეცვლის ოპერაცია მოუწყო. ამერიკელი პროფესორი დასავლეთის მხრიდან მანიპულაციის მაგალითად იხსენებს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც, ჯეფრი საქსის თქმით, ყოველთვის ამერიკის შეერთებული შტატების მარიონეტი იყო და ფულს ჯორჯ სოროსისგან იღებდა.
