თბილისის მერმა მეტროსადგურ "ვარკეთილში" მიმდინარე სამუშაო დაათვალიერა
სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობისა და ტექნოლოგიური სპეციფიკის გათვალისწინებით, მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამუშაოების ვადების შემცირების მიზნით, მეტროსადგურმა 12 ივლისიდან გარკვეული ვადით შეწყვიტა მომსახურება. სამუშაოს დასრულება შემოდგომაზე იგეგმება.