დღეს საქართველო იხსენებს შინდისის გმირებს
11 აგვისტო 17 გმირი ჯარისკაცის დღეა. შინდისი კი მათი გმირობის მოედანი. შინდისის ბრძოლიდან ზუსტად 17 წელი გავიდა. 2008 წელს მეორე ბრიგადის სამხედროები რუსი ოკუპანტების ჩასაფრებაში მოყვნენ და უთანასწორო ბრძოლაში სამშობლოს ღირსებას იცავდნენ. დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ პატივი მიაგეს მეომრების ხსოვნას და ქართველი სამხედროების თავგანწირვაზე ილაპარაკეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე შინდისის გმირების მემორიალური კომპლექსის პროექტი დაათვალიერეს.