ოთარ კაკაბაძემ პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა
„კრაკოვია“ სტუმრად „იაგელონიასთან“ 2-5 დამარცხდა, დამარცხებულებს შორის ერთი ბურთი კი 31 წლის ქართველი მცველის ანგარიშზეა. ოთხ ტურში დაგროვებული 7 ქულით „კრაკოვია“ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა და ლიდერ „ვისლას“ 3 ქულით ჩამორჩება.