ევრობასკეტისთვის მზადების ფარგლებში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა კიდევ ერთი საკონტროლო შეხვედრა გამართა
ქართველი კალათბურთელები კაუნასში ლიეტუვის ეროვნულ გუნდთან 54-77 დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც 15 ქულა დააგროვა. მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ჩვენი ქვეყნის გუნდი 14 აგვისტოს პოლონეთის ნაკრებთან ჩაატარებს.
