შაორის ახალგაზრდულ ბანაკში აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს უმასპინძლეს
ხუთდღიანი პროგრამის განმავლობაში ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებში, რაც ხელს უწყობს მათ სოციალურ ინტეგრაციასა და ინტელექტუალურ განვითარებას. აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს შაორის ახალგაზრდულმა ბანაკმა აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით უმასპინძლა.
