ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზესტაფონის და სამტრედიის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ორი ადამიანი დააკავეს
საქმე ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა-მოყვანას. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ეზოსა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, 207 ძირი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე კანაფი და გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
