მზადება ალასკის სამიტისთვის
15 აგვისტოს ალასკის სამიტის დღის წესრიგში შესაძლოა გარკვეული შესწორება შევიდეს. თეთრ სახლში არ გამორიცხავენ რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრას ზელენსკიც დაესწროს, თუმცა დაზუსტებით ჯერ არ თქმულა ჩავა თუ არა ალასკაზე უკრაინის პრეზიდენტიც. კიევის მერმა გერმანულ „ბილდთან“ ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ ზელენსკი, პუტინი და ტრამპი ერთმანეთს შეხვდებიან. ჩვენს ქვეყანაში ამ ომით ყველა დაიღალა აღნიშნა კლიჩკომ. თეთრი სახლის და კრემლის ლიდერების სამშვიდობო მოლაპარაკებების მთავარი თემა, უკრაინის ტერიტორიების საკითხი იქნება.