ანზორ ერქომაიშვილი - 85
ანზორ ერქომაიშვილი დღეს 85 წლის გახდებოდა. ლოტბარი, ფოლკლორისტი, დირიჟორი, ხალხური სიმღერების შემკრები დღეს ოზურგეთში გაიხსენეს. დრამატულ თეატრში ანზორ ერქომაიშვილის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავმა“ გამართა, რომელიც ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად 1968 წელს დააარსა.