ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
დაცული ტერიტორიების სააგენტომ მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა. მათი უმრავლესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ყველაზე დიდ ინტერესს ტურისტებში პრომეთეს მღვიმე, მარტვილისა და ოკაცეს კანიონები, სათაფლიის ნაკრძალი და წალკის კანიონი იწვევს.