„სენტ ეტიენმა“ და ზურიკო დავითაშვილმა ახალი სეზონი დაიწყეს
„სენტ ეტიენმა“ და ზურიკო დავითაშვილმა ახალი სეზონი დაიწყეს. ლიგა 2-ში ქართველი ფეხბურთელის გუნდი „ლავალს“ შეხვდა და მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. საქართველოს ნაკრების წევრი თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო. დავითაშვილს გუნდიდან წასვლა უნდა, მსურველებიც ჰყავს, მაგრამ ჯერ ტრანსფერი ვერ შედგა. „მწვანეების“ მთავარ მწვრთნელ ეირიკ ჰორნელანს კი ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნება სურს. ზურიკო დავითაშვილმა გასულ სეზონში ლიგა 1-ში 33 მატჩი, 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა. კლუბთან კონტრაქტი კი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
