დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება
რაც შეეხება ვითარებას ღაზის სექტორში, დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება, სადაც ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის მიერ დამტკიცებულ გეგმას განიხილავენ. გაეროს გენერალურმა მდივანმა, გეგმას „სახიფათო ესკალაცია“ უწოდა. გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, იტალიამ, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც კატეგორიულად დაგმეს გეგმა და აღნიშნეს, რომ ის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაა. ნეთანიაჰუს 5-პუნქტიანი ინიციატივა ომის დასასრულებლად, გულისხმობს „ჰამასის“ განიარაღებას, მძევლების დაბრუნებას, ღაზის სექტორის დემილიტარიზებასა და მასზე ისრაელის უსაფრთხოების ძალების კონტროლის გავრცელებას.