რუსული მედიის ცნობით, ღამით რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 121 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
რუსული მედიის ცნობით, ღამით რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 121 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, ამავე წყაროს ცნობით რუსეთის სამხრეთ რეგიონში, სარატოვზე იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე სახლი და სამრეწველო ობიექტი დაზიანდა. როგორც ოლქის გუბერნატორი სოციალურ ქსელში წერს, დრონი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩამოვარდა. ამასთან, უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინამ სარატოვში ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანა იერიში, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. რუსული მედიის ცნობით, ამჟამად უსაფრთხოების მიზნით, სარატოვში შეჩერებულია ფრენები.