ტრამპი-პუტინის დაგეგმილ შეხვედრას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა
ტრამპი-პუტინის დაგეგმილ შეხვედრას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. რობერტ ფიცო უკრაინისთვის სასურველი შედეგის მიღებას სკეპტიკურად უყურებს და აცხადებს, რომ შეხვედრის ნებისმერი ფინალით ყველაზე მეტად კიევი დაზარალდება. რობერტ ფიცოს ეს განცხადება გააკრიტიკეს ოფიციალურ კიევში, სადაც სლოვაკეთის პრემიერს აგრესორ რუსეთთან ფლირტის საფრთხეები შეახსენეს.