უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, ემანუელ მაკრონს უთხრა, რომ ახლა მნიშვნელოვანია, რუსებმა ვერ შეძლონ ვინმეს მოტყუება. „ყველას გვჭირდება ომის რეალური დასრულება",- ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.