თიანეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „თიანეთობა“ აღინიშნება
თიანეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „თიანეთობა“ აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული აქტივობა იმართება. მოწყობილია საბავშვო, გასართობი და საგამოფენო სივრცეები, ტარდება სიმღერისა და ცეკვის ადგილობრივი ანსამბლებისა და მოწვეული შემსრულებლების კონცერტი. ასევე დაჯილდოვდნენ თიანეთის საპატიო მოქალაქეები.