მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე სნაიპერის საერთაშორისო კურსის დასრულების ცერემონია გაიმართა
მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე სნაიპერის საერთაშორისო კურსის დასრულების ცერემონია გაიმართა. ორკვირიან საერთაშორისო კურსს ქართველი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ. მონაწილეობდნენ საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ბელგიისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები. სამხედროებმა რთული რელიეფის პირობებში შორ მანძილზე სროლის უნარები დახვეწეს. სნაიპერთა სკოლის საერთაშორისო კურსის მიზანია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ინსტიტუციებთან თანამშრომლობის გაღრმავება.
