ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 32 წლის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის პირადი ჩხრეკისას 200 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“ ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განცხადება გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც ითქვა, რომ უწყების მიზანია მაქსიმალურდ შემცირდეს ქვეყნაში ნარკოტიკების უკანონო შემოტანისა და გავრცელების ფაქტები.
