თვითმმართველობის არჩევნებამდე 8 კვირა დარჩა
8 კვირა დარჩა თვითმმართველობის არჩევნებამდე. 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას 17 პარტია მიიღებს. მათგან ხუთს იგივე ნომერი ექნება, რაც გასულ საპარლამენტო არჩევნებში. „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია „ახალი“ კი საარჩევნო ნომრის გარეშე დარჩა, რადგან ცესკოს კანონით დადგენილ ვადებში რეგისტრაციისთვის არ მიმართეს. შესაბამისად ეს ნომრები, შემთხვევითობის პრინციპით სხვა საარჩევნო სუბიექტებს ერგოთ. ფარსი უწოდეს დღეს ნაცმოძრაობაში ცესკოს ამ გადაწყვეტილებას, „ხალხის ძალაში“ კი ოპონენტებს უთხრეს, რომ პოლიტიკულ ველზე მათი ადგილი არ არის.