დღეს 18:00 საათზე კი ინგლისის სუპერთასის ფინალში ქართველი ფეხბურთელის კლუბი, კრისტალ პალასს შეხვდება
დღეს 18:00 საათზე კი ინგლისის სუპერთასის ფინალში ქართველი ფეხბურთელის კლუბი, კრისტალ პალასს შეხვდება. ლივერპულის რიგებში პირველი თასის მოგების შანსი აქვს გიორგი მამარდაშვილს. მატჩის საბოლოო განაცხადი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, შესაბამისად ცოტა ხანში გაირკვევა იქნება თუ არა საქართველოს ნაკრების მეკარე ძირითად შემადგენლობაში. ლივერპულს აღნიშნული ტიტული 16-ჯერ აქვს მოგებული, დღევანდელი მატჩი კი უემბლის სტადიონზე, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.