საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მესამე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მესამე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე ლიეტუვის ნაკრები იქნება და მატჩი კაუნასში ჩატარდება. ეროვნულ გუნდს „ტორონტო რეპტორსის“ კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი შეუერთდა, თუმცა ლიეტუვასთან მატჩისთვის მთავარი ლიდერი - თორნიკე შენგელია დააკლდება. კალათბურთის ფედერაციის ცნობით, კაპიტანმა პირადი მიზეზის გამო ლიეტუვა დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა. თამაში თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.