საქართველოს სოფტბოლის ახალგაზრდული ნაკრები იტალიის ქალაქ კოლეკიოში მიემგზავრება
საქართველოს სოფტბოლის ახალგაზრდული ნაკრები იტალიის ქალაქ კოლეკიოში მიემგზავრება, სადაც მასიმო რომეოს სახელობის თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. თბილისის კლუბებში მოთამაშე გოგონებისა და ვაჟებისაგან დაკომპლექტებული ნაკრები ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმოდგენილ 17 გუნთად ერთად, 13-დან 16 აგვისტოს ჩათვლით ისაპარეზებს. საქართველოს ნაკრებს პირველ ეტაპზე თამაში იტალიის, ჩეხეთის, უკრაინისა და ხორვატიის გუნდებთან მოუწევს. ქართველი სოფტბოლელები ტურნირში წელს პირველად გამოვლენ.