უკრაინამ შესაძლოა ჩეხეთის სახით ევროკავშირში მოკავშირე დაკარგოს
უკრაინამ შესაძლოა ჩეხეთის სახით ევროკავშირში მოკავშირე დაკარგოს. ამ დასკვნამდე გამოცემა „ნუე ციურიხ ცაიტუნგი“ ქვეყანაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მივიდა. კვლევის შედეგების თანახმად, რეიტინგის ლიდერი ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიშია, რომელიც აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში უკრაინისთვის იარაღის მოწოდებას, მათ შორის ამერიკულ სამხედრო დახმარების დაფინანსებას, შეაჩერებს.